ეთიოპიაში ჟურნალისტები გაასამართლეს - კვირის პალიტრა

ეთიოპიაში ჟურნალისტები გაასამართლეს

ეთიოპიაში შვედი ჟურნალისტები მარტინ შიბიუზი და იოჰან პერსონი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს მტკიცებით, ჟურნალისტები მხარს უჭერდნენ ოგადენელ ტერორისტებს და მათ ბანაკებში სამხედრო მომზადებაც გაიარეს. შვედეთის ხელისუფლების ცნობით კი ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და ეთიოპიელების ბრალდებები უსაფუძვლოა. ოგადენის პროვინცია ეთიოპიისგან გამოყოფას 1984 წლიდან ითხოვს.