ბლერი სისხლიან მეთოდებში დაადანაშაულეს
02-01-2012
ბლერი სისხლიან მეთოდებში დაადანაშაულეს
ყაზახეთის ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტებმა ღია წერილი მისწერეს პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მრჩეველს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ ტონი ბლერს და ის ქვეყანაში სისხლიანი მეთოდების დამკვიდრებაში დაადანაშაულეს.წერილის ავტორების აზრით, ტონი ბლერს, რომელიც ადრე მუამარ კადაფის მრჩეველი იყო, მიუძღვის წვლილი ჟანაოზენის სისხლიან მოვლენებში. "შენ სისხლიანი ხელები გაქვს, ბლერ", - აღნიშნულია წერილში. ქალაქ ჟანაოზენში მენავთობეებისა და პოლიციის შეტაკებას 15 ადამიანი ემსხვერპლა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით