თურქებმა 30 ქურთი მოკლეს - კვირის პალიტრა

თურქებმა 30 ქურთი მოკლეს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეცდომით დარტყმა მიაყენეს ქურთთა ჯგუფს, რომლებსაც ერაყიდან თურქეთში შაქარი გადაჰქონდათ. შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც. თურქ სამხედროებს მშვიდობიანი მოქალაქეები "ქურთების მუშათა პარტიის" წევრები ეგონათ, რომელთა წინააღმდეგ ანკარა მასშტაბურ სპეცოპერაციებს ახორციელებს.