თბილისი და მოსკოვი დაობენ - კვირის პალიტრა

თბილისი და მოსკოვი დაობენ

საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებები დაობენ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პუნქტებია აღნიშნული ქართულ-რუსულ შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრდა.მოსკოვის მტკიცებით, თბილისმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრებთან" საბაჟო ტერმინალების გახსნის ვალდებულება აიღო და ამით, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად აღიარა სოხუმი და ცხინვალი. საქართველოს საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ შეთანხმებაში ტერმინი "საბაჟო ტერმინალი" საერთოდ არ არის აღნიშნული და რუსი კოლეგები ცრუობენ.