გალში ცნობილი ბოევიკი მოკლეს - კვირის პალიტრა

გალში ცნობილი ბოევიკი მოკლეს

გალის რაიონში ვლადისლავ არძინბას დაცვის ყოფილი უფროსი ვალმერ ბუთბა მოკლეს. მისი და ვინმე თამაზ კვეკვესკირის ცხედრები გალის სასაფლაოზე იპოვეს. მკვლელის ვინაობა უცნობია. ვალმერ ბუთბა ცნობილი ბოევიკი იყო და ის ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.