2012 წელი განსაკუთრებით მძიმე იქნება - კვირის პალიტრა

2012 წელი განსაკუთრებით მძიმე იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის პროგნოზით, 2012 წელი განსაკუთრებით მძიმე იქნება, რადგან  საქართველოშიც და იმ 35 ქვეყანაშიც, რომლებთანაც თბილისს სერიოზული ურთიერთობა აკავშირებს, არჩევნებია დაგეგმილი. რაც შეეხება საგარეო უწყებაში არსებულ პრობლემებს, ვაშაძემ კვალიფიციური კადრების ნაკლებობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები ვერ ახერხებენ საგარეო უწყების სპეციალისტებით უზრუნველყოფას.