ამომრჩეველს პატიმრობა ემუქრება?! - კვირის პალიტრა

ამომრჩეველს პატიმრობა ემუქრება?!

"სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების მიხედვით, თუ ამომრჩეველმა "პოლიტიკური მიზნით" და "წინასწარი შეცნობით" ქონება, ფული და დაპირება მიიღო, სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. ეს ნორმა არასამთავრობო სექტორის მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცა. კერძოდ, არასამთავრობოებისთვის გაუგებარია, ვინ უნდა განსაზღვროს "პოლიტიკური მიზანი" და ის, იყო თუ არა ქონების ან დაპირების მიღება ამომრჩევლის მიერ "პოლიტიკური მიზნით" და "წინასწარი შეცნობით".