ივანიშვილსა და "ეროვნულ ფორუმს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ივანიშვილსა და "ეროვნულ ფორუმს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილსა და "ეროვნულ ფორუმს" შორის თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, "ქართული ოცნების" ლიდერის განმარტებით, - "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერთან დაკავშირებით სხვაგვარი ვითარებაა. "ბურჯანაძესთან სიტუაცია მძიმეა. ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება, თუმცა ზოგადად, როცა თანამშრომლობაზე ვსაუბრობ, ვასახელებ მთავრობის იმ მთავარ იდეოლოგებსაც, რომლებთანაც ვითანამშრომლებ, თუ ისინი პოზიციას მკვეთრად შეიცვლიან. თუმცა, წარსულზე განმარტებები ყველას მოეთხოვება".