პატრიარქობის 34 წელი - მზიანი ღამე - კვირის პალიტრა

პატრიარქობის 34 წელი - მზიანი ღამე

"პატრიარქობის 34 წელი იყო წლები განსაცდელისა, სიხარულისა და მწუხარებისა. ხშირად მეკითხებიან, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ 34 წელს. მე მას მზიანი ღამე ვუწოდე. იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს, ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს. მრავალი შეცდომაც მქონია, მაგრამ ღვთისა და თქვენი სიყვარული მუდამ ფარავდა ამ ცოდვებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ჩვენი გზა ერთადერთია - გზა სასუფევლისკენ", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ  სამების საკათედრო ტაძარში. 25 დეკემბერს პატრიარქის ინტრონიზაციიდან 34 წელი შესრულდა (ვრცლად იხ. გვ. 18).