პალესტინამ ისრაელს უარი უთხრა - კვირის პალიტრა

პალესტინამ ისრაელს უარი უთხრა

პალესტინამ ისრაელს მოლაპარაკების განახლებაზე უარი უთხრა. პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლის, საებ ერეკატის ცნობით, დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ებრაელთა დასახლებების მშენებლობას შეწყვეტს და 1967 წლის საზღვრებს აღიარებს.ოფიციალურმა თელ-ავივმა განაცხადა, რომ პალესტინის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია.