შესაძლოა, მუბარაქი სიკვდილით დასაჯონ - კვირის პალიტრა

შესაძლოა, მუბარაქი სიკვდილით დასაჯონ

ეგვიპტეში დასასრულს უახლოვდება ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი. პროკურორმა მუბარაქის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ყოფილი პრეზიდენტი ეჭვმიტანილია კორუფციაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და იმ დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში, რომლებიც მის გადადგომას ითხოვდნენ.

თავად მუბარაქი ყველა ბრალდებას უარყოფს.