ერაყში აფეთქებებს 68 კაცი შეეწირა - კვირის პალიტრა

ერაყში აფეთქებებს 68 კაცი შეეწირა

ერაყში ტერაქტების სერიას 68 კაცი შეეწირა, 100 კი დაიჭრა. ზედიზედ ხუთი აფეთქება ბაღდადისა და ენ-ნასირიას შიიტებით დასახლებულ რაიონებში მოხდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ აფეთქებების უკან "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული სუნიტები დგანან.