გადატრიალების ბრალდებით გენერალი დააკავეს - კვირის პალიტრა

გადატრიალების ბრალდებით გენერალი დააკავეს

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ილკერ ბაშბუთი დააკავეს.თურქეთის პროკურატურის ინფორმაციით, ბაშბუთი ყოფილი პრეზიდენტის, ახმეტ კენან ევრენის მოკავშირე იყო. ევრენი ქვეყნის ხელისუფლებაში 1980 წელს გადატრიალების გზით მოვიდა და თურქეთს 1989 წლამდე მართავდა. პროკურატურის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი ახალ გადატრიალებას გეგმავდა.