ავღანეთში მსხვერპლი იზრდება - კვირის პალიტრა

ავღანეთში მსხვერპლი იზრდება

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობამ უკვე 12-ს მიაღწია. ჰილმენდის პროვინციაში მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი თალიბების თავდასხმას შეეწირა. შალვა ფაილოძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა.