"პალიტრამედიამ" "მოხუცებს უმასპინძლა - კვირის პალიტრა

"პალიტრამედიამ" "მოხუცებს უმასპინძლა

ბედობა დღეს "პალიტრა"მედიამ" "კათარზისში" სადილითა და ტკბილეულით იმ მოხუცებს უმასპინძლა, რომლებიც სათნოების სახლში ყოველდღიურად სადილობენ. "გვინდა, ამ საახალწლო აქციით მოხუცებს კარგი და ლამაზი ბედობის დღე ჰქონდეთ", - განაცხადა "პალიტრა"მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ.

მოხუცებმა "პალიტრა"მედიას" ყურადღებისა და ზრუნვისათვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ასეთი ტიპის აქციებს მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"პალიტრა"მედია" ასეთ აქციებს პერიოდულად ატარებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).