"მაესტროს" მმართველი კომპანიის თანამშრომლები დააკავეს - კვირის პალიტრა

"მაესტროს" მმართველი კომპანიის თანამშრომლები დააკავეს

სამართალდამცველებმა "მაესტროს" მმართველი "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" თანამშრომლები მიხეილ ზედგენიძე და ვალერი გიპკაშვილი დააკავეს.შსს-ს ცნობით, პოლიციელებმა შენიშნეს, რომ ზედგენიძესა და გიპკაშვილს "მაესტროს" ეზოდან ნივთები გაჰქონდათ, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას, გაქცევა სცადეს და მანქანით პოლიციის ავტომობილს შეეჯახნენ. სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომპანიის განცხადებით, ზედგენიძე და გიპკაშვილი უსაფუძვლოდ არიან დაკავებული და მათზე სამართალდამცველებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს.