იქმნება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" - კვირის პალიტრა

იქმნება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის"

მედიასაშუალებების ნაწილი ახალ მედიაგაერთიანებას "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" ქმნის.როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერა ახალ მედიაგაერთიანებაში გაწევრების მსურველ ყველა მედიასაშუალებას 1-ელ თებერვლამდე შეეძლება. მემორანდუმზე ხელმომწერები 1-ელ თებერვალს, 13:00 საათზე შეიკრიბებიან და ორგანიზაციის შემდგომ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებენ. "მედიაგაერთიანება დაიცავს მხოლოდ მის წევრებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედიასაშუალებებმა დამოუკიდებლად არ უნდა იმოქმედონ. ნებისმიერი ახალი მედიასაშუალების გაწევრება ორგანიზაციაში ყველა წევრის თანხმობით იქნება შესაძლებელი. თუ ორგანიზაციის რომელიმე წევრი ახალი მედიასაშუალების გაწევრებას ვეტოს დაადებს, ის მედიაგაერთიანების წევრი ვერ გახდება", - განაცხადა მამუკა ღლონტმა.