"Human Rights Watch"-ის დასკვნა - კვირის პალიტრა

"Human Rights Watch"-ის დასკვნა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია " Human Rights Watch"-ი მიიჩნევს, რომ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს არღვევს. 41-გვერდიან ანგარიშში აღწერილია ბრალდებულების უფლებების დარღვევის ფაქტები როგორც დაკავებისას, ისე სასამართლო პროცესებზე და ნათქვამია, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებსა და საქმის სამართლიანი განხილვის გარანტიებს. "ბოლო წლებში ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს მიმართავდნენ აქტივისტებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების დასაკავებლად", - ნათქვამია  ანგარიშში. "Human Rights Watch"-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მოიყვანოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.