ივანიშვილს უტევენ - კვირის პალიტრა

ივანიშვილს უტევენ

"ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მიმართულებით უტევს", - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა "ქართუ ჯგუფისა" და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრისას. მისი თქმით, შეტევის ერთ-ერთი მიმართულებაა საბაჟოზე "ქართუ ჯგუფის" ტვირთების გაფორმების შეგნებულად შეფერხება და დაზიანება, რაც სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა, არ ხდებოდა.  "ეს პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ ივანიშვილზე ყველა მხრიდან, ყველა შესაძლო მეთოდით ზეწოლაა, თვით საკუთრების განადგურებამდე", - აღნიშნა ხიდაშელმა.