პარტიების ფინანსებს ყოფილი პროკურორი გააკონტროლებს - კვირის პალიტრა

პარტიების ფინანსებს ყოფილი პროკურორი გააკონტროლებს

კონტროლის პალატაში შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური, რომელსაც ყოფილი პროკურორი ნათია მოგელაძე უხელმძღვანელებს.ამ საკადრო სიახლეს დიდი ხმაური მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ორგანიზაციების კონტროლი პროკურატურას გადააბარა.

მონიტორინგის სამსახურმა პარტიებს ფინანსური ანგარიშის წარდგენის შესახებ შეტყობინებები უკვე გაუგზავნა. პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია კი, რომლისგანაც კონტროლის პალატა ანგარიშს ითხოვს, "ქართული ოცნებაა". მიზეზად პალატაში იმას ასახელებენ, რომ "ქართული ოცნება" პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების მიზნებთან ან კონკრეტული პირის მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ და საარჩევნო ამოცანებთან.