გატაცებული ქართველები გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

გატაცებული ქართველები გაათავისუფლეს

გორის რაიონის სოფელ კოშკიდან  გატაცებული 5 ქართველი გაათავისუფლეს. ხუთივე მათგანი სოფლის საძოვრებიდან გაიტაცეს, როდესაც ისინი მსხვილფეხა საქონელს

მწყემსავდნენ. გატაცებულები რამდენიმე საათის განმავლობაში ცხინვალში სეპარატისტების ე.წ. შსს-ში ჰყავდათ. მოლაპარაკების შედეგად, რომელსაც ქართველი ძალოვნები სეპარატისტების ე.წ. ძალოვნებსა და რუსული საოკუპაციო ჯარების ოფიცრებთან აწარმოებდნენ,  ხუთივე გატაცებული გაათავისუფლეს. სეპარატისტების განცხადებით, დაპატიმრების მიზეზი სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევა იყო.  სოფელი კოშკა გორის რაიონს ეკუთვნის და იგი იმ ტერიტორიას ესაზღვრება, რომელსაც ამ დროისთვის სეპარატისტები აკონტროლებენ.