არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება - კვირის პალიტრა

არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები კანონით განსაზღვრულ ვადაში, 2012 წლის ოქტომბერში ჩატარდება.როგორც სააკაშვილმა ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრისას განაცხადა, 9 თვე საკმარისია, რომ ქვეყანა არჩევნებისთვის მოემზადოს. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კოდექსზე შეთანხმდნენ და კანონი ვენეციის კომისიამაც მოიწონა.  როგორც ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ცესკო ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნებისას ობიექტური არბიტრის როლი შეასრულოს.