სამების ტაძარში სიწმინდეები დააბრძანეს - კვირის პალიტრა

სამების ტაძარში სიწმინდეები დააბრძანეს

სამების საკათედრო ტაძარში ხატის "საქართველოს იმედის" გვერდით მარმარილოს ფილა "ქრისტე არს ძლევაი" და ათონის მთიდან, ივერთა მონასტრიდან ჩამოტანილი მიწა დააბრძანეს.სიწმინდეები ათონის მთიდან პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით ფონდ "იავნანის" ჯგუფმა ჩამოიტანა. ფილასა და მიწას 17 აპრილს მახათას მთაზე გადააბრძანებენ და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საძირკველში ჩააბრძანებენ.