პატრიარქს იუბილე მიულოცეს - კვირის პალიტრა

პატრიარქს იუბილე მიულოცეს

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს იუბილე საპატრიარქოში გამართული მიღებისას ასეულობით მოქალაქემ პირადად მიულოცა. Mმრევლის დიდი ნაწილი მიღებაზე ბავშვებთან ერთად მივიდა, ზოგს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა.უწმინდესს საჩუქრებიც მიართვეს: ფერწერული ტილოები, წიგნები, "ჩოხოსნებმა" კი პატრიარქს ფარ-ხმალი უსახსოვრეს. ილია II-ს დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს ანსამბლებმა "დები გოგოჭურები", "ქართული ხმები" და მომღერალმა რომა რცხილაძემ. უწმინდესს იუბილე პოლიტიკოსებმაც და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმაც მიულოცეს. ფონდმა "იავნანამ" და თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრმა კი პატრიარქის იუბილე საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნა. უწმინდესი და უნეტარესი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.