საქართველომ შობა იზეიმა - კვირის პალიტრა

საქართველომ შობა იზეიმა

შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა.უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებსა და მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩაატარა. წირვის დასრულების შემდგომ არქიმანდრიტმა დემეტრე დავითაშვილმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხა, შემდეგ კი უწმინდესმა მრევლს უქადაგა.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო (იხ. გვ. 5, 13, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).