"კონკორდიას" აღსასრული - კვირის პალიტრა

"კონკორდიას" აღსასრული

ხმელთაშუა ზღვაში, იტალიის სანაპიროსთან, კუნძულ ჯილიოსთან 17-გემბანიანი საკრუიზო ლაინერი "კოსტა კონკორდია" ჯერ მეჩეჩზე შეჯდა, შემდეგ კი მარცხენა მხარეს გადაწვა და ჩაიძირა.გემზე 4234 კაცი, მათ შორის 52 ბავშვი იყო. ხომალდის მეჩეჩთან შეჯახებისას 8 მგზავრი წყალში გადავარდა და დაიხრჩო, 69 უგზო-უკვლოდ დაკარგულია, 40 კი დაშავდა. სამაშველო სამსახურებმა გემის ჩაძირვამდე, რომელსაც კორპუსში 70-მეტრიანი ნახვრეტი ჰქონდა, მგზავრების ევაკუაცია მოასწრეს. დასავლელმა ჟურნალისტებმა ეს კატასტროფა "ტიტანიკის" ჩაძირვას შეადარეს.