თვითმკვლელობის მცდელობა პრესკონფერენციაზე - კვირის პალიტრა

თვითმკვლელობის მცდელობა პრესკონფერენციაზე

პოლონეთის სამხედრო პროკურორმა მიკოლაი პშიბილმა, რომელიც ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის საქმეს იძიებს, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე შესვენება გამოაცხადა და როცა ჟურნალისტებმა მისი კაბინეტი დატოვეს, თავში ტყვია დაიხალა.ექიმებმა პროკურორის გადარჩენა შეძლეს. მიკოლაი პშიბილის განცხადებით, იგი თვითმკვლელობამდე უსაფუძვლო ბრალდებებმა მიიყვანა, მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მისი თქმით, ბრალდებების უკან ის სამხედრო მაღალჩინოსნები დგანან, რომელთა კორუმპირებულობასაც სამხედრო პროკურატურა იძიებს.