შოტლანდია ბრიტანეთისგან გამოყოფას გეგმავს - კვირის პალიტრა

შოტლანდია ბრიტანეთისგან გამოყოფას გეგმავს

შოტლანდიის მთავრობის პირველი მინისტრისა და მმართველი ნაციონალური პარტიის ლიდერ ალექს სელმონდის ინფორმაციით, 2014 წლის შემოდგომით შოტლანდიაში დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. შოტლანდიის დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის პერსპექტივას ლონდონი მშვიდად შეხვდა. ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა მხოლოდ ის მოითხოვა, რომ რეფერენდუმი 2013 წელს ჩატარდეს, რათა 2014 წლამდე შოტლანდიის გაურკვეველმა სტატუსმა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკას ზიანი არ მიაყენოს. ლონდონმა ამ თხოვნაზე უარი მიიღო.