სკანდალი ამერიკულ არმიაში - კვირის პალიტრა

სკანდალი ამერიკულ არმიაში

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახულია, რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში მოკლული თალიბების ცხედრებზე შარდავენ.პენტაგონის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვიდეომასალის ნამდვილობა დაადასტურა. ვიდეომასალამ ისლამურ სამყაროში მძაფრი რეაქცია გამოიწვია, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ კი ამერიკელი სამხედროების საქციელს "არაადამიანური" უწოდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ვიდეოფირზე აღბეჭდილი სამხედროები სრული სიმკაცრით დაისჯებიან.