კახა კაციტაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კახა კაციტაძე გარდაიცვალა

53 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი კახა კაციტაძე. კახა კაციტაძე 1959 წელს თბილისში დაიბადა. თსუ-ის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში. ავტორია 5 მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის.

კახა კაციტაძე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი გახლდათ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი და აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ მედიასაშუალებებთან.

"კვირის პალიტრის" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს

კახა კაციტაძის გარდაცვალების გამო და

თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს