კოალიცია მედიასაშუალებებს სარეკლამო შემოსავლების საჯაროობისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

კოალიცია მედიასაშუალებებს სარეკლამო შემოსავლების საჯაროობისკენ მოუწოდებს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავიანთი სარეკლამო შემოსავლები საჯარო გახადონ."საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ კანონიერი გზით რეკლამის გაყიდვა მედიისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებულ ცვლილებებში გათვალისწინებული არ არის მაღალი ხარისხის ფინანსური გამჭვირვალობა. კერძოდ, არ არის განსაზღვრული მედიის დაფინანსებისა და მფლობელთა შემოსავლის წყაროების საჯაროობის ვალდებულება. მიმდინარე მოვლენები კი ცხადყოფს, რომ ეს თემა უფრო აქტუალური გახდა", - აცხადებენ კოალიციაში.