დემეტრაძემ ევროსასამართლოში იჩივლა - კვირის პალიტრა

დემეტრაძემ ევროსასამართლოში იჩივლა

ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში შევიდა.ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდადებული ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლებას ევროკონვენციის სამი მუხლის დარღვევაში ედავება, ესენია: ევროკონვენციის მეექვსე მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მესამე მუხლი (არაადამიანური მოპყრობა) და მერვე მუხლი (პირადი ცხოვრება).