რომნის პროგრამაში საქართველოს საკითხი მიჩუმათებულია - კვირის პალიტრა

რომნის პროგრამაში საქართველოს საკითხი მიჩუმათებულია

გამოცემა Eurasianet-ის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტობის "რესპუბლიკელ" კანდიდატ მიტ რომნის საგარეო-პოლიტიკურ პროგრამაში საქართველოს საკითხი მიჩუმათებულია.გამოცემა წერს, რომ პროგრამაში რუსეთსა და მის მეზობლებს ოთხი პარაგრაფი ეთმობა, საქართველოზე კი საერთოდ არაფერია ნათქვამი. "ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოს ვარსკვლავი ამერიკელ რუსოფობებს შორისაც ქრება, ხოლო საქართველოსა და სააკაშვილის აქტიური მხარდაჭერა პოლიტიკური მარცხის ტოლფასია?" - აღნიშნულია  სტატიაში.