ობამას კავკასიასთან მჭიდრო ურთიერთობას ურჩევენ - კვირის პალიტრა

ობამას კავკასიასთან მჭიდრო ურთიერთობას ურჩევენ

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა პრეზიდენტ ბარაქ ობამას ურჩია, რომ 2012 წელს კავკასიის რესპუბლიკებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს."თეთრი სახლი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს უნდა დაუახლოვდეს, ამასთანავე, მხარი დაუჭიროს ბელორუსიისა და უკრაინის დამოუკიდებლობას და უკეთ მოემზადოს, რათა ამ ორ ქვეყანაში პოლიტიკური რყევების დარეგულირება შეძლოს", - ნათქვამია ანგარიშში.