ახალი ტელევიზია - "იგრიკა" - კვირის პალიტრა

ახალი ტელევიზია - "იგრიკა"

შპს "იგრიკა", რომლის მფლობელიც "მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე იყო,  მართვის უფლებით  შპს "აქცეპტს" გადაეცა."აქცეპტის" 80%-იანი წილის  მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა.   "იგრიკას" იმავე ტიპის  საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის  ლიცენზია აქვს, როგორიც ტელეკომპანია "მაესტროს". სწორედ მის ბაზაზე შეიქმნება ახალი ტელევიზია, რომლის აპარატურის ნაწილი ივანიშვილის თანაგუნდელებმა უკვე მიიღეს.