ეკატერინა ხვედელიძე პარტიას შექმნის - კვირის პალიტრა

ეკატერინა ხვედელიძე პარტიას შექმნის

ეკატერინა ხვედელიძე მოქალაქეობის აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვეულებრივ, მაშინვე ძალაში არ შედის, რადგან ვიდრე ზემდგომ ორ ინსტანციაში გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება, გადაწყვეტილება კანონიერ ძალას ვერ შეიძენს. არის გამონაკლისიც, - განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, პირს შეუძლია, მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და სთხოვოს, გადაწყვეტილების ესა თუ ის ნაწილი მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ხვედელიძის ადვოკატები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნის მოტივაციად მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მასში მონაწილეობის სურვილს ასახელებენ.