საფრანგეთი ივანიშვილს მოქალაქეობას დროებით არ შეუწყვეტს - კვირის პალიტრა

საფრანგეთი ივანიშვილს მოქალაქეობას დროებით არ შეუწყვეტს

1997 წლის 6 ნოემბრის ევროპული კონვენციიდან გამომდინარე,  საფრანგეთის რესპუბლიკა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე მოქალაქეობას არ შეუწყვეტს. ბიზნესმენის ადვოკატების განმარტებით, საფრანგეთის მთავრობამ შესაბამისი ოფიციალური ცნობა 9 იანვარს გამოაქვეყნა. პარალელურად ივანიშვილის ადვოკატებმა საჯარო რეესტრს მიმართეს, რომ ბიზნესმენს  ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობა მიეცეს. რეესტრმა დასკვნა 40 დღის ვადაში უნდა გასცეს, პრეზიდენტს კი გადაწყვეტილების მიღება 10 დღის ვადაში მოუწევს. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობაზე უარს ეტყვის, მოუწევს დაასაბუთოს, რომ ბიზნესმენი ან ტერორისტია, ან საერთაშორისო ძებნილი, ან საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელი.