აქციებმა ნაყოფი გამოიღო - კვირის პალიტრა

აქციებმა ნაყოფი გამოიღო

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა ემილ ბოკმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რაედ არაფატი თანამდებობიდან გაათავისუფლა.საპროტესტო აქციების მონაწილეებს არაფატი იმ მოხელედ მიაჩნიათ, რომელსაც სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა 137 კაცი დააკავეს. თუმცა, ბოლოს, პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ უკან დაიხია და რაედ არაფატი თანამდებობაზე დააბრუნა.