თურქულ-ისრაელური სკანდალი - კვირის პალიტრა

თურქულ-ისრაელური სკანდალი

თურქეთი ისრაელს ქურთი მეამბოხეების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.თურქეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, ებრაული "ჰერონის" ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები ბოლო თვეებში ხათაისა და ადანის პროვინციებში თურქულ ჯარებს უთვალთვალებდნენ და მონაცემებს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრებს გადასცემდნენ. გარდა ამისა, თურქეთი ისრაელს მეამბოხეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაშიც ადანაშაულებს. თელ-ავივი ოფიციალური ანკარის ბრალდებებს ჯერ არ გამოხმაურებია.

თურქეთში მცხოვრებმა ქურთებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 1984 წლიდან დაიწყეს.