პაკისტანში ჟურნალისტი მოკლეს - კვირის პალიტრა

პაკისტანში ჟურნალისტი მოკლეს

"თალიბანის" ტერორისტებმა პაკისტანის ქალაქ შაბქადარში "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი მუქარამ ჰანა აატიფი მოკლეს. ჟურნალისტი მეჩეთთან ახლოს, საღამოს ლოცვის შემდეგ ჩაცხრილეს. "თალიბების" წარმომადგენლების განცხადებით, "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ არ გადაეცა "თალიბანის" საწინააღმდეგო ინფორმაცია, თუმცა აატიფმა მათ არ დაუჯერა. 2011 წელს პაკისტანში 13 ჟურნალისტი მოკლეს.