სარკოზი ირანში ომს არ დაუშვებს - კვირის პალიტრა

სარკოზი ირანში ომს არ დაუშვებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ყველაფერს გააკეთებს, რომ ირანში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ დაუშვას. მისი განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა ომსა და ქაოსს გამოიწვევს. სარკოზის აზრით, ირანულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება და ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ანგარიშების დაყადაღება თეირანზე ზეწოლისთვის საკმარისია. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეირანი ორმუზის სრუტის გადაკეტვით დაიმუქრა, საიდანაც დასავლეთს არაბული ნავთობი მიეწოდება. საპასუხოდ, აშშ-მა გადამწყვეტი ზომების მიღება არ გამორიცხა.