მედიაგაერთიანების მემორანდუმს ხელი მოაწერეს - კვირის პალიტრა

მედიაგაერთიანების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

"ობიექტივის" სტუდიაში მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" 14-მა დამფუძნებელმა მემორანდუმზე შუალედური ხელმოწერა დააფიქსირა. მემორანდუმი ხელმოწერისთვის ღია 1-ელ თებერვლამდე იქნება, რის შემდეგაც მასთან შეერთება მხოლოდ მემორანდუმზე ხელმომწერი ყველა მედიასაშუალების თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" მემორანდუმზე ხელმომწერები აცხადებენ, რომ 2003 წლიდან დღემდე ხელისუფლება მიზანმიმართულად ზღუდავდა და ზღუდავს თავისუფალი მედიასაშუალებების საქმიანობას და დამოუკიდებელი მასმედიის გაკონტროლების მიზნით იყენებდა და იყენებს ფინანსური, ფსიქოლოგიური, მორალური და პოლიტიკური ზეწოლის მეთოდს.  მემორანდუმის ხელმომწერი მედიასაშუალებების საქმიანობის ამოცანაა მედიაგაერთიანების წევრი ორგანიზაციების დაცვა ხელისუფლების უკანონო ქმედებისგან. რომელიმე ერთ მედიასაშუალებაზე თავდასხმა აღიქმება როგორც სხვა დანარჩენებზე თავდასხმა. მედიაგაერთიანება არაწევრი მედიაორგანიზაციების დაცვის თაობაზე გადაწყვეტილებას  ინდივიდუალურად მიიღებს (ვრცლად იხ. გვ. 7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).