ტაძრამდე გზა გაიხსნა - კვირის პალიტრა

ტაძრამდე გზა გაიხსნა

18 იანვარს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარს, ეკლესიის მრევლსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის  სამდივნოს თანამშრომლებს ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება აუკრძალეს.შლაგბაუმთან მათ დაცვის თანამშრომელმა განუცხადა, რომ ორი თვის შემდეგ სპეციალური საშვის გარეშე ტაძარში, რომელიც ნავსადგურთან არის, არავის შეუშვებენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქმეში ჩაერთვნენ ფოთის მერი ვახტანგ ლემონჯავა და მაჟორიტარი დეპუტატი თემურ წურწუმია, რომლებიც ნავსადგურის ხელმძღვანელს, ჯოზეფ ქროულის შეხვდნენ. ქროულიმ აღიარა, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს. მან პირობა დადო, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მეუფე გრიგოლს შეუთანხმებს.