ნდობის რეიტინგში პირველი ეკლესიაა - კვირის პალიტრა

ნდობის რეიტინგში პირველი ეკლესიაა

"კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" კვლევის თანახმად, ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგში 74%-ით პირველ ადგილზეა ეკლესია, 50%-ით მეორე ადგილზე - ჯარი, ხოლო მესამეზე - პოლიცია 40%-ით.რესპონდენტთა 32% პრეზიდენტს ენდობა, 22% - ევროკავშირს, 21% - ბანკებს, ხოლო 20-20% სახალხო დამცველსა და გაეროს.

კვლევის შედეგები ეფუძნება პირისპირ ინტერვიუს მეთოდებს, რომელიც სრულწლოვან მოსახლეობასთან თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.