პატრიარქი ხელისუფლებას ურჩევს - კვირის პალიტრა

პატრიარქი ხელისუფლებას ურჩევს

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის განვითარებას ყურადღება მიაქციოს. "აუცილებელია ფსიქოლოგები ყველა დაწესებულებაში.ფსიქოლოგები საჭიროა ეკლესიაშიც, სკოლებშიც, ინსტიტუტებშიც. ფსიქოლოგები უნდა ესაუბრონ ადამიანებს. ამიტომ მინდა, ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას. ბოლო დროს თითქოს დაიხურა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი. სინამდვილეში ეს ძალიან საჭიროა, ამიტომ ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ბატონ პრეზიდენტს, რომ მიაქციოს ამას ყურადღება", - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესის აზრით,  ადამიანს სჭირდება ფილოსოფიური და ანალიტიკური აზროვნება, რათა, როცა რაღაცას აკეთებს, გააანალიზოს. პატრიარქი გამოდის ინიციატივით, რომ სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ისწავლებოდეს ფსიქოლოგია და ფილოსოფია.