პროხოროვი დიალოგის მომხრეა - კვირის პალიტრა

პროხოროვი დიალოგის მომხრეა

რუსი მილიარდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხაილ პროხოროვის აზრით, საქართველოსთან მოლაპარაკება უპირობოდ უნდა დაიწყოს. მისი აზრით, თუ პიროვნული ფაქტორი გამოირიცხება, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მალე დარეგულირდება. "წარსული ჩამოვიშოროთ და სამყაროს ახალი თვალით შევხედოთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი რთულია. უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ამას ჩვენ მაგივრად არავინ გააკეთებს", - განაცხადა მიხაილ პროხოროვმა.