"ქართული ოცნება" 100 ათასი კაცის მობილიზებას აპირებს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" 100 ათასი კაცის მობილიზებას აპირებს

კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის ცნობით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სტრუქტურებში 100 ათასი კაცი იქნება ჩართული. გაკონტროლდება ის რაიონებიც, რომლებიც არჩევნებისას ხელისუფლების "ხმების ბეღლად" იყო ქცეული. "მიხეილ სააკაშვილის აქტიური წინასაარჩევნო კამპანია სწორედ იმის მაგალითია, რომ ხელისუფლება და თავად პრეზიდენტი კარგად გრძნობენ იმ საფრთხეს, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ელით", - განაცხადა ძიძიგურმა.