ბასი ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესებაზე საუბრობს - კვირის პალიტრა

ბასი ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესებაზე საუბრობს

"თბილისის დამისამართების კორექტირების პროექტის უმნიშვნელოვანესი შედეგი ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესება და მათი დახვეწა იქნება", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა საქართველოსა და შეერთებული შტატების მთავრობებს შორის დამისამართების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მემორანდუმის გაფორმების შემდგომ. პროექტის ფარგლებში შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რომელიც თბილისში უმისამართო შენობების არსებობას გამორიცხავს. "აშშ-ში ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაცია სრულყოფილი იყოს. ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ ასეთივე სულისკვეთებით ვართ გამსჭვალული საქართველოსადმი და მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ამ საქმეში", - განაცხადა ჯონ ბასმა.