თბილისს "კავკასია 2012" აშინებს - კვირის პალიტრა

თბილისს "კავკასია 2012" აშინებს

2012 წლის სექტემბერში რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში,  სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ყველა სახეობის ჯარი, შსს-სა და ფე-ეს-ბეს ქვედანაყოფები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს, მიაჩნია, რომ წვრთნები რუსეთის აგრესიის მორიგი გამოხატულებაა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.