პრეზიდენტმა მთავრობას კორექტულობა ურჩია - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა მთავრობას კორექტულობა ურჩია

პრეზიდენტი მთავრობას ოპონენტი პოლიტიკოსების მისამართით მკვეთრი გამოთქმებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

"არის ხალხი, ვინც საქართველოს მტრის პროპაგანდას იმეორებს, რადგან ეს მიაჩნია პოლიტიკური წარმატების გზად. ეს მათი არჩევანია, მე არასდროს არც ერთ პოლიტიკოსზე ცუდს არ ვიტყვი, როგორც უნდა გამოიყურებოდეს მათი საქციელი, რადგან მიმაჩნია, რომ ყველანი ქართველები ვართ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. სჯობს მკვეთრი გამოთქმებისგან თავი შევიკავოთ, განსაკუთრებით მთავრობამ", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, არის ხალხი, რომელსაც ჰგონია, რომ სხვისი აზრის გაუზიარებლობა და მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაცვა წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. "ყოველთვის, როცა მთავრობამ სცადა ამის გაკეთება (და ეს საკუთარ თავზეც მინდა ვთქვა), ყოველთვის წააგო. რადიკალური ლოზუნგები ერთმანეთზე ტყვიების დაშენაში გადაიზარდა, რამაც კარგი არაფერი მოიტანა", - დასძინა პრეზიდენტმა.